Join nvu community in combating covid-19

იოჰანნ ჰენდრიკ კრიტზინგერ

იოჰანნ ჰენდრიკ კრიტზინგერ
მოწვეული ლექტორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
პოლიტიკა

იოჰანნ ჰენდრიკ კრიტზინგერმა 2007 წელს, ცვანეში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლა წარმატებით დაამთავრა და ბაკალავრის სტატუსი მიენიჭა გარემოს დაცვის დეპარტამენტში. ცვანეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს.

თავისი სპეციალობით იოჰანნი პატარა და საშუალო ზომის გუნდებს მართავს სხვადასხვა პროექტში დაწყებული სოფლის მეურნეობიდან, ეკოტურიზმითა და ბუნების დაცვით დამთავრებული. კარიერის განმავლობაში არაერთი მსგავსი პროექტი აქვს განხორციელებული.

მას სჯერა, რომ ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება შესაძლებელია მეცნიერებისა და განათლების დახმარებით.