Join nvu community in combating covid-19

ჯონ პრადიპ ვედრაჯ ედვინი

ჯონ პრადიპ ვედრაჯ ედვინი
ასოცირებული პროფესორი ორთოპედიული ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

ჯონ ედვინმა საბაზისო სამედიცინო მომზადება ინდოეთში გაიარა და ასპირანტურაში ორთოპედიის სწავლა განაგრძო. ორთოპედიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სენტ ჯონის სახელობის სამედიცინო კოლეჯში დაიწყო მუშაობა ლექტორად, ამის შემდეგ სამედიცინო კარიერა დიდ ბრიტანეთში განაგრძო.  

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრობის დასრულებისა და  ედინბურგში 2008 წელს საუნივერსიტეტთაშორისო გამოცდის შემდეგ სხვადასხვა მოწინავე ცენტრში განაგრძო მუშაობა, მათ შორის, ლივერპულში, პროფესორ საიმონ ფროსტიკისა და ექსეტერში ჯონ ტიმპერლის ხელმძღვანელობით. ორდინატურის დამთავრების შემდეგ South London Healthcare Trust-ში ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ქირურგიის განხრით ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრი გახდა. კოლეჯ-ჰოსპიტალში მიიღო სტიპენდია ტრავმების კვლევაში, ხოლო ნოთინგემის კინგზ კოლეჯ-ჰოსპიტალში სტიპენდია მხრისა და მაჯის კვლევაში დაენიშნა. აქტიურად იყო ჩართული უამრავ კვლევით პროეტში და კოლეგა ორდინატორებს ზედამხედველობდა ზედა კიდურების კვლევის კოორდინაციაში. ჩაუტარებია უამრავი ეროვნული და საერთაშორისო პრეზენტაცია. კინგზ კოლეჯ-ჰოსპიტალში ხელმძღვანელობდა FRCS-ზე დაფუძნებულ გაკვეთილებს. მონაწილეობა მიღებული აქვს როგორც მიწვეულ პედაგოგს კინგზ-კოლეჯის FRCS-ის სარევიზიო კურსში და მიდვეის FRCS-ის ორთოპედიის სარევიზიო კურსში. მან საკვანძო როლი შეასრულა კინგზში სალექციო კურსის ჩასატარებლად ისეთი პედაგოგების თავმოყრაში, როგორებიცაა პროფესორი ჯეს ჯიუპიტერი აშშ-დან, პროფესორი ოფევ ლევი რედინგიდან (გაერთიანებული სამეფო). ამჟამად ის კონსულტანტია ზედა კიდურების ქირურგიაში ბაზილდონის საუნივერსიტეტო კლინიკაში (აშშ).