Join nvu community in combating covid-19

ჯული გიორგაძე

ჯული გიორგაძე
მოწვეული ლექტორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
პოლიტიკა

ჯული გიორგაძე არის კომუნიკაციების ექსპერტი, რომლის განსაკუთრებული ინტერესია კომპანიების, სახელმწიფოსა და ინდივიდების ელექტრონული კომუნიკაცია. ათ წელზე მეტი ჯული გიორგაძე მუშაობდა საარჩევნო საკითხებზე, პარტიების პოლიტიკური კამპანიებისა და კომუნიკაციის მეთოდების შეფასების მიმართულებით. ყოფილი დიპლომატი და ქალთა გაძლიერების აქტიური მხარდამჭერი ჯული გიორგაძე მუშაობდა სახელმწიფო და კერძო სექტორში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას ასევე აქვს, თავისი ინტერესის სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჯული გიორგაძის ინტერესებს წარმოადგენს პარტიების ელექტრონული საკომუნიკაციო სტრატეგია, სრული საარჩევნო ციკლის საკომუნიკაციო კამპანიები და ემოციური ინტელექტი პოლიტიკურ სცენაზე. პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, ჯული გიორგაძე ათ წელზე მეტია ასწავლის საქართველოში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებში.