Join nvu community in combating covid-19

ლიკა საჯაია

ლიკა საჯაია
პროფესორი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით
სამართალი

ლიკა საჯაიას სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2014 წელს. 2008-2009 წლებში იყო მაქს პლანკის ინტელექტუალური საკუთრებისა და კონკურენციის სამართლის ინსტიტუტის დოქტრორანტი სტიპენდიატი, სადაც მუშაობდა სამეცნიერო კვლევაზე საავტორო სამართლის მიმართულებით. იგი არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორია. 2007 წლიდან დაიწყო აკადემიური ისაქმიანობა, სხვადასხვა დროს იყო ადმინისტრაციულ თანამდებობებზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამჟამად ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტის მენეჯერი/საპარლამენტო მდივანი. მას ასევე აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც: „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში”, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ლიკა საჯაია არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2013-2014 წლებში მიღებული რამდენიმე კანონის ავტორი.