Join nvu community in combating covid-19

ნიკოლოზ ესიტაშვილი

ნიკოლოზ ესიტაშვილი
პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
პოლიტიკა

ნიკოლოზ ესიტაშვილმა მოიპოვა დოქტორის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში 2016 წელს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მაიამი, შეერთებული შტატები), ხოლო მაგისტრის ხარისხი - 2012 წელს ამავე უნივერსიტეტში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ამერიკულ უნივერსიტეტში (ბულგარეთი) ორი მიმართულებით: პოლიტიკურ მეცნიერება და ევროპათმცოდნეობა. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის: მორის და ანიტა ბროუდის. მისი კვლევის მიმართულებებია: პოლიტიკური ეკონომიკა, უსაფრთხოება და პოლიტიკური ფსიქოლოგია. ის მისდევს ანალიზის დისპოზიციურ-სიტუაციურ მოდელს და სოციალურ-პოლიტიკური ფენომენის ახსნისათვის აერთიანებს სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა მიმართულებას. ის რეგულარულად აქვეყნებს სამეცნიერო პუბლიკაციებს საერთაშორისო ჟურნალებში და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. 2016-2018 წლებში იყო ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ხოლო 2019 წლის ივნისიდან ის არის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი.