Join nvu community in combating covid-19

ნინო ტურაშვილი

ნინო ტურაშვილი
ასისტენტი ენდოკრინოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ნინო ტურაშვილს 2011 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. 2015 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. მას გავლილი აქვს, ასევე, კვალიფიკაციის გრძელვადიანი პროგრამა ნუტრიციოლოგიაში. 2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მას გავლილი აქვს საზღვარგარეთ სტაჟირება ენდოკრინოლოგიის მიმართულებით (2013 წ ქ.სამსუნი, თურქეთი). მას აქვს სხვადასხვა კლინიკაში ექიმ-ენდოკრინოლოგად მუშაობის გამოცდილება. ამჟამად არის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ექიმი-ენდოკრინოლოგი. 2016 წწ-დან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. იგი არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგკურსის მონაწილე (ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, უნგრეთი); არის ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (ESE), ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების (EAS) და საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი.