Join nvu community in combating covid-19

პაბლო ხოსე ფერნანდეზ პერეზი

პაბლო ხოსე ფერნანდეზ პერეზი
ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
ბიზნესი

ბერლინის სამართლისა და ეკონომიკის სკოლაში ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ პაბლო ფერნანდეზმა თავისი პროფესიული კარიერა უნარების განვითარებით (ფორმალური და არაფორმალური განათლება) და სოციალური საწარმოების შექმნით მარგინალიზებული ჯგუფების სოციუმში ჩართვას მიუძღვნა. ის ბერლინში წარმატებით ინტეგრირებული სოციალური საწარმოს დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. ბოლო რვა წელი ჩადში, მოლდოვასა და საქართველოში სოციალური ბიზნესის კონსულტანტად იმუშავა. ფერნანდესი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საწარმოს სერტიფიცირებული ტრენერია. მარგინალიზებული ჯგუფების დასაქმების გზით სოციალურ ჩართვაში მიღწეული წარმატებებისთვის პაბლო ფერნანდესი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ.