Join nvu community in combating covid-19

ფარჰად უმერ ჰუვესი

ფარჰად უმერ ჰუვესი
პროფესორი გერიატრიის მიმართულებით
მედიცინა

ფარჰად ჰუვესი ლონდონის სამეფო საავადმყოფოს ექიმ-კონსულტანტია ინსტულტის განხრით. მან 1975 წელს მოსულის უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო 1990 წელს გულსისხლძარღვთა მედიცინაში სადოქტორო ხარისხი დაიცვა. ის არის გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო კოლეჯების ამხანაგობის წევრი ლონდონსა და გლაზგოში. იგი უკვე 20 წელიწადია ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო კონსულტანტია. დოქტორი ჰუვეცი და დოქტორი ალ-ჰაბალი პიონერები არიან პეპტიკურ წყლულებზე დანამასტაკით კვლევების დარგში. შედეგად, დოქტორმა ჰუვეცმა და მისმა გუნდმა ნოტინგემში ჰელიკობაქტერ პილორიზე დანამასტაკის ფისის ანტიბაქტერიული ზემოქმედება აღმოაჩინა.

ფარჰად ჰუვესს გამოცემული აქვს 70 პუბლიკაცია და ოთხი წიგნი, მათ შორის, „ინსულტის მკურნალობა: პრაქტიკული სახელმძღვანელი“. 2008-2011 წლებში ის იყო კლინიკური პედაგოგი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. საპატიო უფროსი კლინიკური ლექტორი ბართსა და ლონდონის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლაში (ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტი 2014-2017 წწ.), ამჟამად კი უფროსი ლექტორია შოტლანდიის დანდის საუნივერსიტეტო სამედიცინო სკოლაში.