როლანდ ჰუფი

როლანდ ჰუფი
პოსტოპერაციული მკურნალობისა და სასწრაფო გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

როლანდ ჰუფმა 1980 წელს დამთავრა დოქტურანტურა ლეოპოლდ ფრანცის უნივერსიტეტში, ინსბრუკში. ამის შემდეგ, 3 წელის განმავლობაში შერდეგინის/ზემო ავსტრიის რეგიონალურ კლინიკაში იმუშავა პრაქტიკოს ექიმად. 1983 წლიდან კი მიუხენში, ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის საუნივერსიტეტო ქირურგიულ კლინიკასა და პოლიკლინიკაში მუშაობდა.

სპეციალისტად აღიარების შემდეგ, მან ვიწრო სპეციალობების დაუფლება გადაწყვიტა ინტენსიურ თერაპიასა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დარგში. ჰუფი მთავარ ექიმად მსახურობდა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების ცენტრალურ განყოფილებაში, ხოლო დაწინაურების შემდეგ გროსჰარდენის კლინიკაში, ქირურგიული განყოფილების უფროსად.

1990 წელს მან, როგორც ქირურგიული კლინიკის პასუხისმგებელმა პირმა, გროსჰარდენის კლინიკაში ავიასამაშველო ცენტრი დააარსა. პასუხისმგებელი იყო სამედიცინო და ტექნიკურ აღჭურვაზე.  მას მერე ავიასამაშველო სამსახურში უწყვეტად მსახურობდა. 2000 წელს მან გერმანიაში კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტი დაამთავრა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მართვის ხარისხი მიიღო. 2006 წელს კი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის ამპლუაში წარდგა.

რონალდ ჰუფი გერმანიის კატასტროფათა მედიცინის (Deutsche Gesellschaft für Katastrophenmedizin)  აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ამას გარდა, Bayerische Arbeitsgemeinschaft für Qualitätssicherung in der stationären Versorgung" (BAQ - სტაციონარული მკურნალობის ხარისხის უზრუნველყოფის ბავარიის სამუშაო ჯგუფი) სამეურვეო საბჭოს წევრი და ბავარიის მეცნიერების სამინისტროს Bayerische Krankenhausgesellschaft-ის წარმომადგენელია,  1996 -2018 წლებში ბავარიის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დოქტორთა ასოციაციის წევრი იყო (რომელიც 3000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს). ამ დროის განმავლობაში ჰუფს საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა.  

ჰუფი ავტორია უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, რედაქტორია სამედიცინო წიგნების და არაერთ სამედიცინო ტრენინგსა და კონგრესზე სიტყვით გამოდის.