Join nvu community in combating covid-19

რუპინდერ გრევალი

რუპინდერ გრევალი
ასოცირებული პროფესორი ორთოპედიული ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

რუპინდერ გრევალი კონსულტანტ-ორთოპედია ბაზილდონისა და თაროკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში და 20 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი აქვს ზოგად ორთოპედიაში, ზედა კიდურებისა და ხელის მტევნის ქირურგიაში. ქალბატონი გრევალი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო ლექტორია და 16 წელია პასუხისმგებელია ბაზილდონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ორთოპედიულ პროგრამაზე. ამას გარდა, გრევალი უმცროსი ექიმების ტრენერი და მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრთა გამომცდელია.  

რუპინდერ გრევალმა ორთოპედიული სწავლების კურსი ლონდონის სამეფო კლინიკაში დაასრულა. ის ედინბურგისა და ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯების წევრია. გრევალი ასევე ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საბჭოს წევრია. პიტსბურგის უნივერსიტეტში გავლილი აქვს მომზადება ბიოქიმიურ კვლევასა და ზედა კიდურების ქირურგიაში, ხოლო ლუისვილის უნივერსიტეტში - ხელის მტევნის ქირურგიასა და მიკროქირურგიაში. მას დაწერილი აქვს უამრავი სტატია სამედიცინო ჟურნალებისთვის და თემატური თავები წიგნებისთვის.

ქალბატონი გრევალი იყო კლინიკის ხელმძღვანელი და ქირურგიულ-ორთოპედიული განყოფილების აუდიტის უფროსი ბაზილდონში, ხოლო ამჟამად ნაფილდის კლინიკას უდგას სათავეში. ის ქირურგიული განყოფილების წამყვანი შემფასებელი და ადამიანური ფაქტორების ტრენერია.