Join nvu community in combating covid-19

სოფიკო კაკრიაშვილი

სოფიკო კაკრიაშვილი
ასისტენტი თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით
სტომატოლოგია

სოფიკო კაკრიაშვილს 2016 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (სტომატოლოგიის ფაკულტეტი) დასრულების შემდეგ მიენიჭა დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაცია. 2016-2017 წლებში გაიარა რეზიდენტურა სტომატოლოგიურ აკადემია ,,ალბიუსში“ თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით და გახდა კვალიფიციური, ლიცენზირებული ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი. 2018 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი. 2016-2018 წლებში მუშაობდა სტომატოლოგიურ კლინიკა ,,ბელადენტში“, 2018 წლიდან დღემდე  არის სტომატოლოგიურ კლინიკა ,,Family Dent”-ის ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი. აქტიურად არის  ჩართული  სამეცნიერო კონფერენციებში  და ახალგაზრდულ აქტივობებში. დაესწარო არაერთ საერთაშორისო კონგრესს და ლექცია-მასტერკლასს. არის საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის  და ასევე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი. 2019 წლის ოქტომბრიდან გახდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი, ასისტენტი.