Join nvu community in combating covid-19

თამარ ცხვიტავა

თამარ ცხვიტავა
ასოცირებული პროფესორი განათლების მეცნიერებების მიმართულებით
პოლიტიკა

1995 წელს, თამარ ცხვიტავა ჩაირიცხა თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასავლეთ-ევროპული ენების, ინგლისურის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე,  ფილოლოგ-თარჯიმნის სპეციალობით და 1999 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2007 წელს სწავლა განაგრძო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე და 2009 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2014 წელს სწავლა განაგრძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და 2017 წელს მომენიჭა განათლების მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2000 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ტრეინინგი, მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მოპოვებული აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისური ენის მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიმართულებით.

მოპოვებული აქვს მრავალი სერტიფიკატი, როგორიცაა: თბილისის საერთაშორისო სახლის,  ინგლისური ენის სწავლების კემბრიჯის სერთიფიკატი (CELTA), კემბრიჯის სერტიფიკატი - Cambridge ESOL Level 1 Certificate in ESOL International, ინგლისური ენის სწავლების ასოციაცია საქართველოში (ETAG – TKT კურსი), ინგლისური ენის სწავლების კემბრიჯის სერტიფიკატი (TKT) – Module 1 Module – 2 Module – 3, მოზრდილთათვის ბიზნეს ინგლისურის სწავლების კემბრიჯის  სერტიფიკატი (BET) - საერთაშორისო სახლი თბილისი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული “East-West” ევროპული კონფერენციაში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის - მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, აუსტრია, ვენა,  საკონფერენციო თემა - “Activities of Teaching Vocabulary through Receptive and Productive Skills in Agriculture ESP”.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, თამარ ცხვიტავა 2015 წლიდან დღემდე ასწავლის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2013-დან 2019 წლამდე ასწავლიდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს ეროვნულ საგამოცდო ცენტრში. 2011-2012 წლებში მუშაობდა ენის შემსწავლელ ცენტრ “Arrow club”-ში. 2011 წლიდან თამარ ცხვიტავა ასწავლიდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 2010 წლიდან დღემდე ასწავლის თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009-2012 წლებში იგი ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006-2011 წლებში გახლდათ ინგლისური ენის მასწავლებელი ასოცირებული საგამოცდო ცენტრსა და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ‘One World’ -ს ოფიციალურ წარმომადგენლოაში. 2002-2005 წლებში ასწავლიდა სერვანტესის სახელობის ქართულ - ესპანურ სკოლა „აია“-ში. 2000-2004 წლებში გახლდათ თარჯიმან-ანალიტიკოსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.