Join nvu community in combating covid-19

თამარ მელივა

თამარ მელივა
ასისტენტი არქიტექტურის მიმართულებით
ბიზნესი

თამარ მელივას მიენიჭა არქიტექტორ-რესტავრატორის მაგისტრის ხარისხი აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (თსსა). 2018 წლიდან თამარი მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა ქართული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვას უკავშირდება. ის ამავდროულად თსსა-ში სწავლობს სადოქტორო პროგრამაზე  კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

სხვადასვხა დროს, ის მუშაობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციასთან, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მისი პროფესიული გამოცდილება ძირითადად არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს შეეხება, მათ შორის არქიტექტურული ძეგლების დაცვის მეთოდოლოგიის განსაზღვრა და მათთვის საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტების შედგენას. ის ასევე, არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საგანმანათლებლო სფეროში არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.