Join nvu community in combating covid-19

თამარ ნიკურაძე

თამარ ნიკურაძე
ასისტენტ-პროფესორი მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის მიმართულებით
მედიცინა

თამარ ნიკურაძეს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი 2012 წელს, მიიღო ლიცენზია ლაბორატორიულ მედიცინაში 2016 წელს და მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი 2018 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ.

2007 წელს გაიარა პრაქტიკა ანკარაში (თურქეთი) ფიზიოლოგიის დეპარტამენტში, ასევე 2011-2012 წლებში სისხლძარღვთა ქირურგიასა და ონკოლოგიაში - ქ. კოტბუსში (გერმანია), ამავე ქალაქში 2014 წელს კი - ციტოგენეტიკის დეპარტამენტში. 2015-2016 წლებში ერასმუს მუნდუსის სტიპენდიის ფარგლებში მუშაობდა, როგორც ახალგაზრდა მეცნიერი ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის სიმსივნის ციტოგენეტიკის ლაბორატორიაში. 2015-2018 წლებში იყო ივანე ბერიტაშვილის ბიომედიცინის ექსპერიმენტული ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი.

2017 წელს გაიმარჯვა კონკურსში „უცხოელი ექიმების ინტეგრაციის პროგრამა“ და მოიპოვა ერთწლიანი სამუშაო კონტრაქტი ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტში (კოტბუსი, გერმანია). 2017-2018 წლებში პარალელურად მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ ექიმ-ლაბორანტად. 2015 წლიდან მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში. თამარ ნიკურაძე რამდენიმე სამეცნიერო შრომის თანაავტორი და ერთი სამეცნიერო შრომის ავტორია.