Join nvu community in combating covid-19

თათა ერქვანია

თათა ერქვანია
ასისტენტი განათლების სამართლის მიმართულებით
სამართალი

თათა ერქვანია არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და ასისტენტი განათლების სამართლის მიმართულებით. იგი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხებს (საქართველო), ასევე, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) LL.M-ს გერმანულ და ევროპულ სამართალსა და სამართლებრივ პრაქტიკაში (2016 წ.); მას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმართულებით. თათა ერქვანიას მოპოვებული აქვს არაერთი სტიპენდია, მათ შორის: გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გერმანიის კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახურისა (KAAD) და  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ). ასევე, 2017-2019 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ექსპერტთა პროექტის მონაწილე. ამავე პერიოდში, მოწვეული ლექტორის სტატუსით უძღვებოდა სამუშაო ჯგუფებს კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, სანივთო სამართალსა და სამოქალაქო სამართლის შესავალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი მუშაობდა არაერთ საერთაშორისო კომპანიაში.