ისწავლე სიამოვნებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
აღმოაჩინე შენზე მორგებული გარემო, შექმენი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
ნვუ — საქართველოს ლიდერი უნივერსიტეტი გლობალურ ინდექსში
THE Impact Rankings-ის მიხედვით, ნვუ მსოფლიოს ლიდერ უნივერსიტეტებს შორისაა და უწყვეტად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
მათ შორის, უნივერსიტეტი იკავებს ტოპ 101-200 პოზიციას მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის SDG3 — ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ქმნის გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტი ანვითარებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. სწავლების პროცესი ერგება სტუდენტის ინტერესებს, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მიზნებსა და მისწრაფებებს. პერსონალიზებული მიდგომები განათლებაში, პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ ორიენტაციაში ეხმარება მას იპოვოს მისი ინდივიდუალური გზა.
სწავლის პროცესი სავსეა თავგადასავლებით, აღმოჩენებით, სასიამოვნო გამოწვევებითა და შთაგონებით. უნივერსიტეტის ხედვა განათლებაში ეფუძნება მიდგომას „ისწავლე სიამოვნებით“ — ▶ მოისმინე მეტი მის შესახებ.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაფუძნებულია სლოგანით „შთააგონე ზრუნვა“, რაც პიროვნებაზე, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვაში აისახება. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რაც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მაგალითად, ამის გამოხატულებაა მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (TIMES HIGHER EDUCATION IMPACT RANKINGS) 101-200-ე პოზიცია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
სტუდენტები სწავლის პროცესში ერთვებიან უნივერსიტეტის ინიციატივებში და თავად ხდებიან საზოგადოების კეთილდღეობისათვის საჭირო ცვლილებების მონაწილე. უნივერსიტეტის 10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სამუშაო გამოცდილების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.
აირჩიე შენი სამაგისტრო პროგრამა
შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
გაიგე მეტი →ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამა
გაიგე მეტი →ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
გაიგე მეტი →აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ინოვაციების მენეჯმენტში
გაიგე მეტი →ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სამაგისტრო პროგრამა
გაიგე მეტი →ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
გაიგე მეტი →გაეცანი უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიებს
10 შვილობილი კომპანია სრულად ფარავს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებებს და როგორც სტაჟირების, ასევე დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა.
კვლევითი ცენტრები
ნვუ-ში მოქმედი კვლევითი ცენტრები ხელს უწყობს მეცნიერების, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ კვლევით პროექტებში, ითანამშრომლონ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და შეიძინონ გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წარმატებას შეუწყობს ხელს.
ბიბლიოთეკა და ელ. რესურსები
თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცე და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები სანდო, მაღალი ხარისხის აკადემიურ ლიტერატურასა და სამეცნიერო ბაზებზე უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო გარემო
სტუდენტები და აკადემიური პერსონალი
გაცვლითი პროგრამები და პარტნიორები
სამაგისტრო პროგრამაზე მიღება
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება მიმდინარეობს კონკურსანტზე მორგებული პირობებით: სპეციალობისა და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ინდივიდუალურად შერჩეულ ვადებში ონლაინ ან საგამოცდო ცენტრში.
- განაცხადის მიღება4 სექტემბრამდე
- ინგლისური ენის ტესტი7 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე
- სპეციალობის გამოცდა7 სექტემბრამდე
- ჩარიცხვის შედეგები7 სექტემბერს
- აპელაცია8-9 სექტემბერი (მიღება-განხილვა)
- აპელაციის შედეგები11 სექტემბერი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი
- ბაკალავრის დიპლომის (აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის) ასლი
- 1 ფოტოსურათი 3x4
- ავტობიოგრაფია / CV
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი (დეტალური ინფორმაცია დოკუმენტების სახეებთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე). აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტს შეუძლია ინგლისური ენის ტესტირება გაიაროს უნივერსიტეტში
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ სხვა ქვეყანაში
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
ხშირად დასმული კითხვები
ვის შეუძლია მაგისტრატურაზე ჩაბარება?
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა?
რას გულისხმობს 1+1 მოდელი სამაგისტრო განათლებაში?
რა ეტაპებს მოიცავს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა?
შესაძლებელია თუ არა სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონულად წარმოდგენა?
რა ფორმატით ტარდება ინგლისური ენისა და სპეციალობის გამოცდა?
შესაძლებელია თუ არა გასაუბრების ონლაინ ფორმატში ჩანიშვნა?
როგორ ხორციელდება ადმინისტრაციული რეგისტრაცია?
შესაძლებელია თუ არა სწავლის საფასურის განწილვადებით გადახდა?
- სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2, 3 ან 4 ეტაპად თითოეული სემესტრის განმავლობაში;
- გადახდის ვადები განისაზღვრება აკადემიური კალენდრის შესაბამისად;
- განწილვადებით გადახდის მოთხოვნის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტური პორტალის მეშვეობით;
- განაცხადები მუშავდება და დასტურდება უმოკლეს ვადაში, რათა პროცესი იყოს სწრაფი, მარტივი და კომფორტული.
შესაძლებელია მუშაობასთან ერთად სწავლა?
დაჯავშნე კონსულტაცია ონლაინ
ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე სააპლიკაციო პროცესის სწორად წარმართვაში.
კონსულტაციის დაჯავშნა →

