
Fri 8 Aug
მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლისთვის
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- სამართლის სადოქტორი პროგრამა
- მედიცინის სადოქტორო პროგრამა
- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
- განათლების მეცნიერების სადოქტორი პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მაგისტრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული საკვალიფიკაციო დოკუმენტის ასლი (კანონი: სამართლის მაგისტრი ან ექვივალენტური აკადემიური ხარისხი; მედიცინა: სერტიფიცირებული ექიმი ან ექვივალენტი აკადემიური ხარისხი)
- თუ თქვენ მიღებული გაქვთ მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხო ქვეყნიდან, უნდა წარმოადგინოთ თქვენი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- ფოტო;
- ხელმძღვანელის თანხმობა.
- ინგლისური ან სხვა ევროპული ენის (გერმანული, ფრანგული) მინიმუმ B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი ან ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; განათლების სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში - ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი - იხილეთ აღიარებული სერტიფიკატების სია.
- სამხედრო რეგისტრაციას დაქვემდე ბარებული პირებისათვის: სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის ასლი;
- ნაშრომის სავარაუდო სახელწოდება და სტრუქტურა;
- დაგეგმილი კვლევის აღწერა;
- ავტობიოგრაფია / CV.
სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
- განაცხადის წარდგენა: არაუგვიანეს 12 სექტემბერს 12:00 საათისა;
- ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): სპეციალობის გამოცდამდე, არაუგვიანეს 12 სექტემბრისა;
- გასაუბრება კანდიდატებთან: 15-17 სექტემბერი,
- გამოცდის შედეგებისა განხილვა: 18 სექტემბერი;
- აპელაციების მიღება: 19 სექტემბერი;
- გასაჩივრების შედეგების გამოცხადება: 22 სექტემბერი;
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია: არაუგვიანეს 24 სექტემბერი
- აკადემიური რეგისტრაცია : არაუგვიანეს 29 სექტემბერი
განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამა
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა