Tue 31 Mar

შეხვედრა ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან

23 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლამ და პოლიტიკური კვლევისა და ევროპამცოდნეობის ინსტიტუტმა (IPRES) უმასპინძლეს ოსლოს უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობისა და ევროპული ენების ფაკულტეტის სტუდენტებს.

დისკუსია შეეხო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და გლობალურ ცვლილებებს, აღნიშნული მოვლენების განვითარების სცენარებსა და მათ შესაძლო გავლენას საქართველოსა და, უფრო ფართოდ, რეგიონზე.

ყურადღება დაეთმო ასევე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლისა და IPRES-ის ხელმძღვანელებმა სტუმრებს გააცნეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან მათი შემდგომი ჩართულობისა და ერთობლივი აქტივობების შესაძლებლობები.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.