Sun 22 Mar

სასკოლო ოლიმპიადის საგაზაფხულო სკოლა

10-13 მარტს, ბაკურიანში, ნიუ ვიჟენ სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საგაზაფხულო სკოლა გაიმართა.

სესიები დაეთმო ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეები დაესწრნენ ლექციებს პოლიტიკის, მედია-კომუნიკაციებისა და ბიზნესის საკითხებზე, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობასა და გუნდურ თამაშში.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სამომავლო პროფესიის სწორად განსაზღვრისათვის პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს.