
Mon 22 Jun
სისხლის უანგარო დონაციის კამპანია
სტუდენტური ორგანიზაციის, Project IMG NVU Chapter-ის, ინიციატივითა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სისხლის ბანკის მხარდაჭერით 13-14 ივნისს უნივერსიტეტში უანგარო სისხლის დონაციის ორდღიანი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს მიეძღვნა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით 14 ივნისს აღინიშნება და უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და დონაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.