ხუთ, 24 სექ. 2026

სტაჟირება უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრში

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შესარჩევად. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, ასევე, ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს. სტაჟირების დასრულების შემდეგ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროგრამა დაიწყება 2026 წლის 26 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.                   

კანდიდატთა შერჩევა მოხდება წერითი გამოცდისა და გასაუბრების საფუძველზე. წერილობითი გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 16 ოქტომბერს. კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე.

იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათისა.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს: უფასო იურიდიულ კონსულტაციას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში; განცხადების, საჩივრის, სარჩელის/შესაგებლის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას; დაინტერესებული პირის უფასო წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე.