საზოგადოების ჩართულობის პოლიტიკა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ავითარებს და ინარჩუნებს ინკლუზიურ და მდგრად ურთიერთობებს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან. პოლიტიკა განსაზღვრავს გარე აქტორების იდენტიფიცირების, ჩართულობისა და მონაწილეობის ჩარჩოს, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, ინოვაციური და საზოგადოებრივი მისიის განხორციელებაში.

1.    1. მიზანი და მოქმედების სფერო

1.1. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (ნვუ) აყალიბებს მდგრად და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას უნივერსიტეტის განვითარების პროცესებში.

1.2.  პოლიტიკა ადგენს ჩარჩოს გარე დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებისთვის, ჩართულობისა და მონაწილეობისთვის გადაწყვეტილებების მიღების, კვლევის, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესებში, რომლებიც ემსახურება მის საგანმანათლებლო, ინოვაციურ და საზოგადოებრივ მისიას.

1.3. პოლიტიკა ვრცელდება უნივერსიტეტის ყველა სკოლაზე, ადმინისტრაციულ და კვლევით ერთეულზე, კომიტეტზე, ასევე უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ ერთეულებზე, რომლებიც თანამშრომლობენ ადგილობრივ და რეგიონულ პარტნიორებთან, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ან მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

1.4. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები — ფიზიკური ან იურიდიული პირები, ორგანიზაციები და ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს ფარგლებში და რომელთა საქმიანობა ან ექსპერტიზა უკავშირდება უნივერსიტეტის მისიას. მათ შორის არიან: ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სტრუქტურები, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციები, სამედიცინო დაწესებულებები, კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მიგრანტებისა და ლტოლვილთა სააგენტოები, კურსდამთავრებულთა და სპორტული გაერთიანებები.

 

2. პოლიტიკის განაცხადი

2.1. ნვუ უზრუნველყოფს შესაძლებლობებს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისთვის საუნივერსიტეტო გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და მიღების პროცესებში.

2.2. ნვუ მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ჩართვას საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევისა და პოლიტიკის ფორმირებისა და განვითარების პროცესებში, ასევე საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობის აქტივობებში.


3.  დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და კოორდინაცია  
3.1. ყოველი სკოლა, კვლევითი ცენტრი და ადმინისტრაციული ერთეული ყოველწლიურად აიდენტიფიცირებს დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისობის, გავლენისა და თანამშრომლობის სფეროს მიხედვით.
3.2. სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტი კოორდინაციას უწევს იდენტიფიცირების პროცესს საუნივერსიტეტო დონეზე, ნვუ-ის სტრატეგიულ გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
3.3. რეესტრი ყოველწლიურად განიხილება ხარისხის კულტურის კომიტეტის მიერ და წარედგინება აკადემიურ საბჭოს.
4. დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა  
4.1. დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ პროგრამების შემუშავებაში, კვლევით თანამშრომლობაში, პოლიტიკის ფორმირებასა და საზოგადოებრივ ინიციატივებში.
4.2. ნვუ მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს, საბჭოებს და სხვა ფორმატის დიალოგს ადგილობრივი ხელისუფლების,  მოსახლეობის, დამსაქმებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების  ჩასართავად.
5. როლები და პასუხისმგებლობები
5.1. სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტი – ზედამხედველობს განხორციელებას, აწარმოებს რეესტრს.
5.2. ხარისხის კულტურის კომიტეტი – აინტეგრირებს დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირს ხარისხის უზრუნველყოფასა და პროგრამების განვითარებაში.
5.3. კვლევისა და ინოვაციის კომიტეტი – ხელს უწყობს ერთობლივ კვლევებს.
5.4. სკოლები – აორგანიზებენ კონსულტაციებს და იყენებენ რეკომენდაციებს.
5.5. საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი – უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ანგარიშგებას.
5.6. უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული ორგანიზაციები – ახორციელებენ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

6. პოლიტიკის გადახედვა და განახლება 

პოლიტიკის გადახედვა განხორციელდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ადრე, სტრატეგიული განვითარების და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტის მიერ, ხარისხის კულტურის კომიტეტთან შეთანხმებით და დამტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.