ლაშა კილაძე
ბიზნესისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლის დეკანი
ასოცირებული პროფესორი ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით

ლაშა კილაძემ პროფესიული საქმიანობა დაიწყო დასავლეთ საქართველოს სამხედრო ჰოსპიტალში ექიმ-ფსიქიატრის პოზიციაზე. სხვადასხვა პერიოდში ეკავა ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსისა და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის რეგულირების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობები. ასევე იყო იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის – სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) პირველი მოადგილე.

შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრს, ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს.

უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. გავლილი აქვს Oxford Policy Management-ის (OPM) სრული სასწავლო კურსი, MASHAV-ის პროფესიული პროგრამა, ასევე ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების ცენტრის მოსკოვის სკოლის საგანმანათლებლო კურსები. მონაწილეობდა Open World-ის საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.

ლაშა კილაძე არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების ცენტრების სკოლების ქსელის ექსპერტი. სხვადასხვა პერიოდში, მოწვეული ლექტორის სტატუსით, თანამშრომლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტთან.