ნიკო ნერგაძე

ასოáƒȘირებული áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒáƒ áƒ˜

ნიკო áƒœáƒ”áƒ áƒ’áƒáƒ«áƒ”áƒĄ ჟურნალისჱის მრავალწლიანი áƒžáƒ áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒ™áƒŁáƒšáƒ˜ გამოáƒȘდილება áƒáƒ„áƒ•áƒĄ - რადიო áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒšáƒ˜ მუჹაობისას იქ იყო ჯერ ბლოგების, ჹემდეგ კი პოდკასჱების პიონერი. ამჟამად არიქ პოპულარული პოდკასჱის, „განკითჼვის დჩის“ თანაწამყვანი, „თიბისი ბანკთან“ თანამჹრომლობით ამზადებს ვიდეოესეებს „არის ერთი ნიუანსი“ და საკუთარ იუთუბ-არჼზე აჼლებურად ყვება საინჱერესო ისჱორიებს.

 

 

ნიკოს კარიერა ყოველთვის აჼალი áƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და თჼრობის ინოვაáƒȘიური გზების áƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒáƒĄáƒ—áƒáƒœ იყო დაკავჹირებული. ჟურნალისჱური áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ პარალელურად, იქ ორი ათწლეულის განმავლობაჹი ასწავლიდა წამყვან უნივერსიჱეჱებჹი მასობრივ კომუნიკაáƒȘიებს, პოდკასჱინგსა და მარკეჱინგს.