სოფიო ჩაჩავა
სამართლის სკოლის დეკანი
პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით

სოფიო ჩაჩავას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის (2010 წელს) და ევროპული სამართლის მაგისტრის (2002 წელს) აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ის არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის ცენტრის თანადირექტორი, ასევე 2011 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი. სხვადასხვა დროს იგი იყო: ევროკავშირის პროექტ „სამოქალაქო და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი (2007 წელი); გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების სამართლებრივი რეფორმების პროექტის იურისტი (2002-2005 წწ) და რობერტ ბოშის ფონდის ლექტორი (შტუტგარტი, გერმანია) (2002-2004 წწ).

პუბლიკაციები

  • Global Clinical Legal Education, 2025 (წიგნი)
  • შრომის კოდექსის კომენტარები, თანაავტორი და თანადრედაქტორი 2023
  • მომხმარებლის დეფინიციის ფარგლები, ჩემი ადვოკატი, 2021 N5
  • “ადვოკატის მიერ ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა კონფიდენციალობის ვალდებულებისა და კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის დაცვით” ქართული სამართლის მიმოხილვა, 2018
  • საჯარო რეესტრის პრეზუმფციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ანალიზი 2018
  • სამოქალაქო კოდექსის კომენტარების კომენტატორი (მუხლები 477 – 520, 969 - 975, 115 – 120) 2014
  • „უკიდურესი აუცილებლობა, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება თუ მოთხოვნის დამფუძნებელი სპეციალური შემადგენლობა?“ ბესარიონ ზოიძის საიუბილეო კრებული, 2014
  • “კაზუსის განხილვის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში”, თანაავტორი  (GIZ, IRZ, GYLA) 2014
  • „შრომის ხელშეკრულების ნებაზე დამოკიდებული და მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი შეწყვეტა – 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებებით დამკვიდრებული ახალი კლასიფიკაცია“, შრომის სამართლის ჟურნალი, (GIZ), შრომის სამართლის უახლესი ცვლილებების სამართლებრივი ასპექტები, თანა-რედაქტორი, 2014
  • შრომის სამართლის სტატიათა კრებული III, თსუ, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის თანაავტორი, თანა-რედაქტორი 2014
  • „ვადიანი და უვადო შრომითი ხელშეკრულებების მოშლის მიმართ მოქმედი კანონმდებლობის სამოსამართლო სამართლით სრულყოფის რეკომენდაციები“, შრომის სამართლის სტატიათა კრებული I, 2011
  • ქართული შრომის სამართლის ანალიზი, პრობლემები და რეკომენდაციები, საია
  • “მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2011.
  • “ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა”, სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, ქართული სამართლის მიმოხილვა, 7/2004-4, 761.
  • “ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება”, ქართული სამართლის მიმოხილვა, 7/2004-1, 115.
  • “მყიდველის მეორადი უფლებები”, შედარებით-სამართლებრივი ანალიზი, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, 2004,
  • სასწავლო ვიდეოების რედაქტორი და თანაავტორი მედიტაციაში (NCADR).
  • მედიაციის სასწავლო სახელმძღვანელოს თანა-რედაქტორი (NCADR).