მიზნები

  • კლუბის წევრებისთვის რეგულარული ვარჯიშებისა და პრაქტიკის მიღების შეთავაზება

  • ადგილობრივ და რეგიონულ ტურნირებში მონაწილეობა და საკუთარი შეჯიბრების ორგანიზება

  • ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტიურობის პოპულარიზაცია კალათბურთით

  • მხარდაჭერასა და თანამეგობრობაზე დაფუძნებული სივრცის შექმნა, სადაც ყველა ინტერესისა და დონის მოთამაშე თავს კომფორტულად იგრძნობს

  • კლუბის წევრებში გუნდური მუშაობის, სპორტული ეთიკისა და ლიდერობის უნარების წახალისება

აქტივობები

  • სავარჯიშო სესიები: რეგულარული შეხვედრები, რომლებიც მოიცავს ტექნიკის გაუმჯობესებას, თამაშის სტრატეგიებსა და ფიზიკურ მომზადებას

  • ტურნირები: მონაწილეობა უნივერსიტეტებსა და რეგიონულ საკალათბურთო ტურნირებში  როგორც კონკურენციისთვის, ისე უნარების საჩვენებლად

  • ამხანაგური მატჩები: ამხანაგური და უნივერსიტეტთაშორისი მატჩების დაორგანიზება და მასპინძლობა

  • ვორქშოპები: კალათბურთის ტექნიკაზე, მწვრთნელობასა და სპორტის მენეჯმენტზე ორიენტირებული სემინარების ჩატარება

  • საზოგადოებრივი ჩართულობა: საქველმოქმედო ღონისძიებების გზით საზოგადოების მხარდაჭერა და სპორტის პოპულარიზაცია

ჩატარებული ღონისძიებები

კალათბურთისა და მძლეოსნობის ტურნირი

2024 წლის 16-19 მაისს NVU Ballers-მა უმასპინძლა სპორტულ ტურნირს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გუნდმა. შეჯიბრება მოიცავდა როგორც კალათბურთს, ასევე სხვა ათლეტურ აქტივობებს, რაც ნიჭისა და მეგობრობის შთამბეჭდავ დემონსტრირებად იქცა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ კულტურის სტუდენტური კლუბის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, სადაც მათი მიღწევები მთელმა საუნივერსიტეტო საზოგადოებამ იზეიმა.

ზამთრის საკალათბურთო ტურნირი 2023

ზამთრის ტურნირი ჩატარდა 2023 წლის დეკემბრის პირველ კვირაში. ღონისძიება ღია იყო ყველა სტუდენტისთვის და მოიცავდა ვაჟთა, გოგონათა და შერეული გუნდების კატეგორიებს.

რამდენიმე დღის განმავლობაში სტუდენტებმა წარმოაჩინეს თავიანთი უნარები, გუნდური სულისკვეთება და კონკურენტული ხასიათი. ტურნირმა მონაწილეებს საშუალება მისცა უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, ეჩვენებინათ სპორტული შესაძლებლობები და ერთად ეზეიმათ კალათბურთისადმი სიყვარული.

კალათბურთელთა კლუბი

ჩვენი მიზანია შევქმათ ინკლუზიური და დინამიკური გარემო კალათბურთით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. წავახალისოთ ყველა დონის მოთამაშე, მიუხედავად გამოცდილებისა, დაკავდნენ სპორტით და გაიუმჯობესონ ფიზიკური შესაძლებლობები.