
ᲑᲘᲖᲜᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲗᲘ ᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲔᲑᲔᲑᲘ
პროგრამები
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
პროგრამა უპირატესად შემუშავებულია იმისათვის რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მენეჯმენტის, ფინანსების, ბუღალტერიის, მარკეტინგის და ბიზნესის კომუნიკაციის სფეროებში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ დამატებითი კვალიფიკაცია სხვადასხვა შეთავაზებულ დარგში.
ნახვაბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
პროგრამის მიზანია, სტუდენტები აღზარდოს ფართო განათლების მქონე საწარმოთა მენეჯერებად, აღმასრულებელ პირებად და ან მეწარმეებად, რომელთაც კარგად ესმით ბიზნესის არსი და ფლობენ სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში და ბიზნეს საკითხების მიმართ გამოყენებადი საშუალებებისა და მეთოდების ფართო სპექტრს.
ნახვააღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ინოვაციების მენეჯმენტში
პროგრამის მიზანია მონაწილეებს ხელი შეუწყოს ბიზნეს პროცესებში გადაწყვეტილების მიღების ეფექტიანი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაში. ციფრული ტრანსფორმაციისა გათვალისწინებით, იგი ემყარება ლიდერობის უნარების განვიტარებასა და ინოვაციური სტრატეგიების პრაქტიკულ განხორციელებას ეთიკური პრინციპებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულებით საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური წვლილის შესატანად.
ნახვაჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ჯანდაცვის სისტემაში არსებული თანამედროვე მართვის თეორიების, მოდელებისა და პრაქტიკის ღრმა სისტემური ცოდნა და გლობალური ბიზნეს გარემოს მრავალმხრივი დინამიკის კრიტიკულად შეფასების უნარი.
ნახვაბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა
პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მაღალი ხარისხის კვლევისა და სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებით. ეს მიიღწევა კრიტიკული აზროვნების, პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის, ინოვაციური ცოდნის გენერირებისა და გავრცელების უნარის მქონე დარგის ლიდერების ხელშეწყობით, აღიჭურვონ მკვლევარად ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი, ინსტრუმენტებით.
ნახვა







