áČĄáȐáțáȐáČ áȗáȐáȚáȘ

პროგრამები

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია ინდივიდის თვალსაწიერის გაჀართოება სამართლის მნიჹვნელობის გაáƒȘნობიერებით, ჹედარებით სამართლებრივი კვლევებით, საერთაჹორისო სამართლებრივი მიჩწევებით, áƒžáƒ áƒáƒ€áƒ”áƒĄáƒ˜áƒŁáƒšáƒ˜ უნარების განვითარებითა და სამართლიანობაზე áƒ“áƒáƒ€áƒŁáƒ«áƒœáƒ”áƒ‘áƒŁáƒš ჩირებულებათა áƒ€áƒáƒ áƒ›áƒ˜áƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჼელჹეწყობით. სჱუდენჱი ინდივიდუალური áƒžáƒ áƒáƒ€áƒ˜áƒšáƒ˜áƒĄ áƒ€áƒáƒ áƒ›áƒ˜áƒ áƒ”áƒ‘áƒáƒĄ აჼორáƒȘიელებს სამართლის განსჼვავებული სპეáƒȘიალიზაáƒȘიიქ საგნების კონáƒȘენჱრაáƒȘიით.

ნაჼვა

სამართლის áƒĄáƒáƒ“áƒáƒ„áƒąáƒáƒ áƒ პროგრამა

áƒĄáƒáƒ“áƒáƒ„áƒąáƒáƒ áƒ პროგრამის Ⴠარგლებლი კვლევის ძირითადი მეთოდების გაáƒȘნობა ჼდება პირველ სემესჱრჹი სპეáƒȘიალური სავალდებულო სასწავლო კურსის (áƒĄáƒáƒ“áƒáƒ„áƒąáƒáƒ áƒ კვლევის ძირითადი ინსჱრუმენჱები) მეჹვეობით. იგი საჹუალებას áƒáƒ«áƒšáƒ”áƒ•áƒĄ სჱუდენჱს, გაეáƒȘნოს áƒĄáƒáƒ“áƒáƒ„áƒąáƒáƒ áƒ კვლევის ორგანიზების მეთოდებს, პირველად წყაროებთან მუჹაობისა და მეორადი წყაროების გამოყენების სპეáƒȘáƒ˜áƒ€áƒ˜áƒ™áƒáƒĄ.

ნაჼვა

ჹედარებითი კერძო და საერთაჹორისო სამართლის სამაგისჱრო პროგრამა

პროგრამის მიზანია ჹედარებითი კერძო და/ან საერთაჹორისო სამართლის áƒĄáƒ€áƒ”áƒ áƒáƒšáƒ˜ საჭირო კომპეჱენáƒȘიების განვითარება, როგორáƒȘ საერთაჹორისო ბაზარზე მოჄმედ ეროვნულ, ისე საერთაჹორისო და ჱრანსნაáƒȘიონალურ დაწესებულებებჹი áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ წარმართვისთვის; ჹესაბამისი áƒĄáƒ€áƒ”áƒ áƒáƒĄ უაჼლესი მიჩწევების გაáƒȘნობა და კვლევის დამოუკიდებლად განჼორáƒȘიელების უნარის განვითარება.

ნაჼვა

ორმაგი ჟარიქჟიქ სამაგისჱრო პროგრამა ჯორჯიის áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ უნივერსიჱეჱთან (ალლ) - AI, Analytics, Technology and Law LL.M.

ორმაგი ჟარიქჟიქ პროგრამა სჱუდენჱებს áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒáƒĄ áƒáƒ«áƒšáƒ”áƒ•áƒĄ, დამაჱებით მოიპოვონ LL.M. ჟარიქჟი ჯორჯიის áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ უნივერსიჱეჱის სამართლის კოლეჯჹი (აჱლანჱა, ალლ). პროგრამა აერთიანებს ნვუ-ლი მიჩებულ იურიდიულ განათლებას და ჯორჯიის áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ უნივერსიჱეჱჹი ჼელოვნური áƒ˜áƒœáƒąáƒ”áƒšáƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ, სამართლებრივი ანალიჱიკის, áƒąáƒ”áƒ„áƒœáƒáƒšáƒáƒ’áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და ალლ-იქ სამართლის მიმართულებით სპეáƒȘიალიზებულ სწავლებას, რაáƒȘ სჱუდენჱებს საერთაჹორისო აკადემიურ გამოáƒȘდილებასა და ორ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებაჹი სწავლის áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒšáƒáƒ‘áƒáƒĄ სთავაზობს.

ნაჼვა

აკადემიური პერსონალი