ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მისიაა გააფართოოს ინდივიდის თვალსაწიერი განათლების, კვლევისა და ინოვაციის დანერგვის ხელშეწყობით. უნივერსიტეტი არამომგებიანი საგანმანთლებლო დაწესებულებაა, დაფუძნებული 2013 წელს.

 

უნივერსიტეტის სლოგანია „შთააგონე ზრუნვა“, ის ახალისებს ცოდნას, უნარებს და ღირებულებებს, რაც ხელს უწყობს ინდივიდების პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობას.

 

უნივერსიტეტი ქმნის და აფართოებს შესაძლებლობებს უმაღლეს განათლებაში, კვლევასა და ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში. აკადემიურ მისიასთან ერთად, უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებაა, ხელს უწყობს განათლებაზე, ჯანდაცვისა და იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მისი გრძელვადიანი ინვესტიციების, შვილობილი კომპანიების მეშვეობით და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.

 

 

სწავლა-სწავლება

 

უნივერსიტეტი ახორციელებს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და სადოქტორო აკადემიურ პროგრამებს 7 სკოლაში.

 

პერსონალიზებული მიდგომა განათლებასა და აკადემიურ მხარდაჭერაში, ასევე სერვისების მრავალფეროვნება, რომელიც მიმართულია სტუდენტების კეთილდღეობაზე, ხელს უწყობს მათ ინდივიდუალურ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

 

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფილოსოფია და ხედვა ეფუძნება სტუდენტზე ორიენტირებულ, აქტიურ სწავლას, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაციას. უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია პრაქტიკული უნარების განვითარება აკადემიურ ცოდნასთან ერთად, რასაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული კომპანიებით, რეალურ სამუშაო გარემოში სტუდენტთა ინტეგრაციით.  

 

უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიები, რომელიც პრაქტიკული სწავლის შესაძლებლობების მხარდაჭერასთან ერთად, ეკონომიკის, ასევე დარგის განვითარებას უწყობს ხელს, მოიცავს მრავალფეროვან სექტორს: ჯანდაცვა; სპორტი და სოციალური განვითარება; ფინანსები; ხელოვნება და კულტურული მემკვიდრეობა.

 

 

 
 

შვილობილი კომპანიები

 

უნივერსიტეტის მფლობელობაშია არამომგებიანი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, რომელიც ნიუ ვიჟენ ჰელს ჰაბთან ერთად, საზოგადოებას სთავაზობს მრავალფეროვან სამედიცინო სერვისებს, ასევე ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს სტუდენტთა კლინიკურ მომზადებას.

 

NV-Genetics საქართველოში პირველი მოლეკულური ლაბორატორიაა, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს ადგილზე სთავაზობს სიმსივნის მოლეკულურ პროფილირებას თანამედროვე, შემდეგი თაობის სექვენირების (NGS) ტექნოლოგიით, რაც ხელს უწყობს სიმსივნის დიაგნოსტიკასა და კველვას.

 

საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი - რეგიონული საფეხბურთო კლუბი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული როლით 2021 წლიდან უნივერსიტეტის მფლობელობაშია. საფეხბურთო კლუბის შესყიდვის გადაწყვეტილება ეფუძნება უნივერსიტეტის სოციალურ პასუხისმგებლობას, რეგიონული განვითარების ხელშეწყობას, შედეგად, ფეხბურთის მიმართულებით კვლევები უნივერსიტეტის ერთ-ერთი კვლევითი პრიორიტეტია.

 

ინტერის საფეხბურთო აკადემია საქართველოში პირველი, საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ფეხბურთელთა მომზადებას საერთაშორისო კარგი პრაქტიკით, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას ბავშვებში და ფეხბურთის განვითარებას. უნივერსიტეტი ასევე ფლობს ფუტსალის გუნდს „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“.

ფინანსების სფეროში უნივერსიტეტი წარმოდგენილია ნიუ ვიჟენ დაზღვევითა და ნიუ ვიჟენ ლიზინგით. ორივე კომპანია ხელს უწყობს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას და უნივერსიტეტის სოციალურ მისიას. ნიუ ვიჟენ ლიზინგი, სხვა მიზნებთან ერთად, ემსახურება განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსებით.

 

უნივერსიტეტის ინვესტიციები ხელოვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობაში მოიცავს ნიუ ვიჟენ ფილმსს, რომელიც ხელს უწყობს კინოინდუსტრიის განვითარებას, ხოლო ზარაფახანას, საქართველოს უძველესი საიუველირო კომპანიის შესყიდვა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის განვითარებას ისახავს მიზნად.

 

უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიები ემსახურება უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობის, ასევე სწავლების, კვლევის ინოვაციის და საზოგადოებრივი სერვისის განუყოფლობის მიმართულებით.

 

 

კვლევა 

 

 

უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა ემსახურება საზოგადორივ საჭიროებებს, ეფუძნება თანამშრომლობით მიდგომებს და პრაქტიკულ გამოყენებას. უნივერსიტეტის ლაბორატორიები წამყვანი ტექტნოლოგიებით მოიცავს კარლ ცაისის მიკროსკოპიის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს, ბიომედიცინისა და ჰემატოლოგიის კვლევით ლაბორატორიებს, ასევე გენეტიკის კვლევით ლაბორატორიას.  უნივერსიტეტი ავითარებს პრიორიტეტულ, მათ შორის, ახალ კვლევით მიმართულებებს,  ასევე ახალისებს ინტერდისციპლინურ მიდგომებს.

 

უნივერსიტეტი აქვეყნებს ჟურნალს „ქართული სამართლის მიმოხილვა“, რომელიც აერთიანებს საექსპერტო და კვლევით, ასევე სადოქტორო ნაშრომებს. უნივერსიტეტმა 2015 წელს განაახლა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართველბრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) სამართლებრივი ჟურნალის გამოცემა, რომელმაც 1998 წლიდან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროცესში.  

 

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ახორციელებს სადოქტორო პროგრამებს სამართლის, მედიცინის, განათლების მეცნიერების, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. სადოქტორო განათლების ხედვა უნივერსიტეტში ეფუძნება მკვლევარების ახალი თაობის მომზადებას, საზოგადოებისა და დარგის განვითარების ხელშეწყობას ინოვაციური სადოქტორო კვლევით.

 

საზოგადოებრივი ჩართულობა

 

უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სოციალური პასუხისმგებლობა და ახორციელებს მრავალფეროვან საზოგადოებრივი ჩართულობის პროექტებს, რაც მიზნად ისახავს მისი ხედვის მხარდაჭერას - საზოგადოების განვითარებასა და უნივერსიტეტის პოზიტიური გავლენის გაზრდას. ინიციატივები ასევე ემსახურება სწავლისა და პრაქტიკული გამოცდილების საზოგადოებრივ სერვისთან ინტეგრაციას, უნივერსიტეტი ამზადებს პასუხისმგებლიან პროფესიონალებს.  

 

 

  • იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა


იურიდიული დახმარების ცენტრმა 2014 წლიდან დღემდე 1500-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია უფასო იურიდიული დახმარება. ამასთან, ცენტრში სამართლის მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ საქმეებზე მუშაობით. ცენტრში სტაჟირება უკვე 250 -მდე  სტუდენტმა გაიარა. ცენტრის საქმიანობა აძლიერებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ფილოსოფიას და ხელს უწყობს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას.   

 

  • საზოგადოების განვითარება ფეხბურთით


უნივერსიტეტისთვის ფეხბურთი არის რეგიონული განვითარებისა და სოციალური ჩართულობისა და ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი. უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული საფეხბურთო კლუბებით ის ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, რეგიონაულ იდენტობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სოციალურ ჩართულობას. ფეხბურთის გავლენა საზოგადოებაზე უნივერსიტეტის ერთ-ერთი 
კვლევითი პრიორიტეტია.

 

  • ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა


უნივერსიტეტი საქართველოში ერთადერთი არაკომერციული სამედიცინო დაწესებულების, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მფლობელია და ზრუნავს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე. 2022 წლიდან ის ახორციელებს ქალთა პერსონალიზირებული ჯანმრთელობის პროგრამას, რომელიც ქალებს სთავაზობს სუბსიდირებულ ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციულ მკურნალობას. პროგრამის ფარგლებში ასევე 1000 ქალი მასწავლებელი ისარგებლებს სრულად დაფინანსებული სამედიცინო სერვისებით.

 

2018 წელს უნივერსიტეტმა დააფუძნა საქართველოში პირველი არაკომერციული სისხლის ბანკი, სადაც დღემდე 1500 ზე მეტ დონაცია განხორციელდა. ეს ინიციატივა მიმართულია არამხოლოდ  სისხლის მარაგის შენარჩუნებაზე, არამედ დონაციის პოპულარიზაციაზე.

 

სკოლებთან თანამშრომლობა სამართლის, სამოქალაქო და მდგრადი განათლებისთვის


უნივერსიტეტმა ევროპის საბჭოს, პროკრედიტ ბანკის, და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით განახორციელა ინიციატივები სკოლებში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პროექტების განხორციელების მიზნით. ეს ინიაციატივები, როგორიცაა მაგალითად 
SMART Schools for Sustainable Solutions, სტუდენტებს აძლიერებს SDG-ებთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

 

საშუალო სკოლებისთვის მსგავი პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 200-მა მოსწავლემ წარმოადგინა მდგრადობასთან დაკავშირებული ნამუშევარი, რომელთა გამოფენა დედამიწის დღეს ჩატარდა.

 

უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს პრაქტიკული სამართლისა და უნარების კლინიკას,  რომლის ფარგლებშიც სამართლის მიმართულების სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს აცნობენ სამართლის მიმართულებით იმ საკითხებს, რომელთა ცოდნაც ხელს უწყობს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას.