NewVision University Logo
Georgian Law Review Logo

ეთიკის სტანდარტები

 

ჟურნალი ეთანხმება, მხარს უჭერს და ატარებს „პუბლიკაციის ეთიკის კომიტეტის“ (Committee on Publication Ethics (COPE) https://publicationethics.org/) მიერ შემუშავებულ პოლიტიკას და პრინციპებს.

სარედაქციო კოლეგია პატივს სცემს აკადემიურ თავისუფლებას და, ამავდროულად, მოწოდებულია განუხრელად დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მასალის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. 

ნაშრომში დაუშვებლად მიიჩნევა არაეთიკური, სიძულვილის შემცველი, დისკრიმინაციული და პერსონიფიკაციის შემცველი ტექსტი. 

დაუშვებლად მიიჩნევა, ასევე ჟურნალის პერსონალის შემავიწროებელი, პროფესიული სტანდარტის ფარგლებს მიღმა კომუნიკაციის ნებისმიერი მცდელობა. ნებისმიერი ასეთი ქცევის გამოვლენა შედეგად იწვევს შესაბამისი კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე ავტომატურ უარს და სარედაქციო საბჭო იტოვებს უფლებას, მიიღოს ცალმხრივი გადაწყვეტილება ავტორთან ნებისმიერ შემდგომ კომუნიკაციაზე.

ჟურნალი ზრუნავს ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერი გამოვლენის აღკვეთაზე. ნაშრომის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია განაცხადოს სარედაქციო საბჭოს წინაშე ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. 

სარედაქციო კოლეგიის წევრსა და ავტორს შორის ინტერსთან კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კოლეგიის შესაბამისი წევრი ეთიშება (თვით-აცილების მეშვეობით) გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ნებისმიერ პირს უფლება აქვს განაცხადოს ასეთი კონფლიქტის თაობაზე კოლეგიისადმი შესაბამისი წერილობითი მიმართვის მეშვეობით.