საავტორო უფლებები
ავტორი გადასცემს ჟურნალს გამოუხმობად უფლებას, პუბლიკაციისთვის წარდგენილი მასალა გამოიყენოს (გაამრავლოს, გაავრცელოს, გადასცეს, შეცვალოს ტექსტი პუბლიკაციის მიზნებისთვის) ავტორზე სათანადო მითითებით (Creartive Commons Attribution (CC BY) უფლებამოსილების ფარგლებში).
ტექსტის ცვლილების უფლება მოიცავს გამოსაქვეყნებლად მიღებული მასალის სამეცნიერო და ტექნიკურ, ასევე ვიზუალური რედაქტირებას, ელექტრონული, და/ან მყარი ბეჭდური გამოცემის მოსამზადებლად. ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში, ტირაჟს ადგენს ჟურნალი.
ავტორი თავადაა ვალდებული მოიპოვოს სათანადო თანხმობა თანაავტორისგან უფლებათა გადაცემის თაობაზე.
გამოქვეყნებულ მასალაზე ყველა ქონებრივი უფლებას ფლობს ჟურნალი და ავტორს არ შეუძლია, მოითხოვოს ჰონორარი ან წაუყენოს მას სხვაგვარი ქონებრივი ხასიათის პრეტენზია. ავტორი ინარჩუნებს პირადი ხასიათის საავტორო უფლებას მასალაზე.
ავტორი არ იზღუდება მასალის ხელახლა გამოქვეყნებაში იმ პირობით, რომ მიეთითება პირველადი პუბლიკაციის ფაქტი ჟურნალში. კომერციული მიზნით, შემდგომ პუბლიკაციასთან დაკავშირებული ქონებრივი საკითხები უნდა შეთანხმდეს ჟურნალთან.