NewVision University Logo
Georgian Law Review Logo

წარდგენა, სახელმძღვანელო ავტორებისათვის


ჟურნალში გამოსაქვეყნებლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები, სამოსამართლო პრაქტიკის ანალიზი
, ლიტერატურის მიმოხილვა ან სხვა სახის, სამართლის სფეროსთვის დამახასიათებელი, აკადემიური სტანდარტების დაცვით შესრულებული საექსპერტო მასალა. რუბრიკების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. გამოსაქვეყნებლად დაიშვება ისეთი მასალა, რომელიც მთლიანად ან რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჯერ არ ყოფილა გამოქვეყნებული (პირველადი პუბლიკაცია).

ავტორმა უნდა წარმოადგინოს ნაშრომი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, მოცულობით არა უმეტეს 30 გვერდისა, Microsoft Word ფორმატში, რომელიც შესრულებულია, დადგენილი აკადემიური წერის სტანდარტების შესაბამისად.

გამოსაქვეყნებლად მიღების შემთხვევაში, ერთ ენაზე წარმოდგენილი მასალის თარგმანს მეორე ენაზე უზრუნველყოფს ჟურნალი. 

მასალის წარმდგენი ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, თავად მოიპოვოს მესამე პირებისგან (თანაავტორების ჩათვლით) წინასწარი ნებართვა პუბლიკაციაზე.

ნაშრომს თან უნდა ახლდეს „ანოტაცია“ (abstract), საკვანძო ფრაზები და ბიბლიოგრაფია (იხ. აკადემიური წერის სტანდარტების).

ამ მოთხოვნებთან შეუსაბამო ტექსტი არ განიხილება.

ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტის მეშვეობით - [email protected].

ავტორს არ მოეთხოვება რაიმე გადასახადი არცერთ ეტაპზე.

აკადემიური პატიოსნება

ნაშრომი, გამოქვეყნებაზე წარდგენისას, უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს, ავტორებისა და წყაროების სათანადო იდენტიფიცირების, მონაცემთა სისწორისა და ფაქტებზე სათანადო მითითების გზით. 

გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილა მასალა მოწმდება ტექსტის დამთხვევის აღმომჩენ პლატფორმაზე, რომელიც გამოიყენება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში აკადემიური პატიოსნების შემოწმების პროცესში. ტექსტი სხვა წყაროსთან დამთხვევა არ უნდა აღემატებოდეს შინაარსობრივი ნაწილის 8%-ს. დამთხვევა, ავტომატურად არ ითვლება პლაგიატად და მოწმდება რედაქტორების მიერ.

უნივერსიტეტში მოქმედებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დეტექციის სისტემა და ამ საკითხზე შემუშავებული რეგულაციები, რომლებიც მოცემულია საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულებაში. დოკუმენტი ვრცელდება უნივერსიტეტის ფარგლებში და მისი სახელით გამოქვეყნებულ ყველა კვლევაზე, მათ შორის, ჟურნალში წარმოდგენილ მასალაზე.